Wednesday, 19 April 2017

ტრენინგის შეჯამება

კომპეტენციები, რომლებიც შევიძინეთ?

სად და როგორ გამოვიყენებ შეძენილ კომპეტენციებს?


1. ტრენინგის მსვლელობის დროს მოვამზადეთ ტექნოლოგიებით გამდიდრებული გაკვეთილის გეგმა, გავეცანით ვენის დიაგრამებით მუშაობას, ვიმუშავეთ ელექტრონულ ცხრილებში. ვისწავლეთ გუგლდრაივში მუშაობა. .power point-ში პრეზენტაციის მომზადება.ბლოგში დარეგისტრირება და ინფორმაციის ატვირთვა, ინტერნეტ სივრცეში დღიურის გავრცელება- გაზიარება, გუგლში კალენდრის მოძებნა და აქტივობების დაგეგმა, Google drive-ის საშუალებით, Google drive-ში ერთობლივად დოკუმენტზე მუშაობა. გავეცანით სასწავლო პროექტის ძირითად მოთხოვნებსა და პრინციპებს.

2. შეძენილ კომპეტენციებს აქტიურად გამოვიყენებ სასწავლო პროცესში, რათა უფრო მრავალფეროვანი და თანამედროვე სტანდარტების მოთხოვნით გამდიდრებული გავხადო საგაკვეთილო პროცესი.


კარგი იქნება ტექნოლოგიური პროცესების უწყვეტი განვითარების ფონზე შესაბამისად ჩატარდეს ტრენინგები ახალი ტექნოლოგიების ასათვისებლად და მისი საგაკვეთილო პროცესში აქტიურად ჩასართველად.

დიდი მადლობა ტრენერს ტრენინგის საინტერესოდ, ხარისხიანად და ეფექტურად წარმართვისთვის.

                                      

                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                






ინფორმაციის შენახვა.ინტერნეტ სივრცეში დღიურის გავრცელება გაზიარება.სურათების ჩამოტვირთვა.

ახალი საქაღალდის შექმნა. ინტერნეტიდან სურათის ჩამოტვირთვა ვენის დიაგრამებზე მუშაობა





პრეზენტაციის მომზადება.

ცხრილების შექმნა
გუგლში კალენდრის მოძებნა და აქტივობების დაგეგმა.



ცხრილის ინსტრუმენტების გამოყენება საოფისე პროგრამებში.ფოსტის გამოყენება..


Google drive-ს საშუალებით, ერთობლივად დოკუმენტზე მუშაობა

Sunday, 9 April 2017

ჩემი ოცნების ქალაქი


ჩემი ოცნების ქალაქია პარიზი, მოდის და სიყვარულის ქალაქი.

ლლ


                         
                                                                                                                                                                                                                                                                                         
ეიფელის კოშკი




სასწავლო პროექტი

პროექტის სახელწოდება: ერთად ჩვენ ყველაფერს შევძლებთ! 

პროექტის მთავარი იდეა (თემა) : ბოლო დროს შეიმჩნევა მნიშვნელობავი ცვლვილებები და დადებითი ძვრები ინკლუზიური განათლების კუთხით. აქტიურად ხორციელდება შეზღუდული უნარების მქონე პირების ადაპტაცია საჯარო სკოლებში. პროექტის იდეაში იგულისხმება მოსწავლეების მიერ თელავის საჯარო სკოლებში თავიანთ მიერ შედგენილი ანკეტა კითხვარის გამოყენებით მოიძიონ ინფომაცია რამდენი ასეთი მოსწავლეა თელავის თითოეულ სკოლაში, რა სახის შეზღუდვებია, რა უნარები აქვთ განვითარებული და ინფორმაციის ანალიზის შემდეგ ჩაატარონ ადაპტირებული გამოფენა-კონცერტი საელწოდებით: "ერთად ჩვენ ყველაფერს შევძლებთ!".

პროექტის აქტუალობა: პროექტი აქტუალურია იმ თვალსაზრისით, რომ  მოხდეს  შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაცია, ამაღლდეს საზოგადოების ცნობადობა მათ მიმართ, რათა მათ დაიმკვიდრონ  საზოგადოებაში თავისი ადგილი და იგრძნონ თავი მათ შორის სრულფასოვან წევრებად. ხელს შეუწყოს თანატოლთა შორის სტიგმის დამსხვრევას და ინტეგრაციის პოპულარიზაციას.

პროექტის მიზნები:

1,შეადგინენ სკოლებში  გამოკითხვის ანკეტა კითხვარებს;
2. გაანალიზებენ, დაახარისხებენ და დააკლასიფიცირებენ მოძიებული ინფორმაციას;
3. ააგებენ დიაგრამას დაავადებების სახეობების შესახებ და გააკეთებენ დასკვნებს თუ რა უნარები აქვთ კარგად განვითარებული თითოეულ შშმ მოსწავლეს;
4.მოამზადებენ პრეზენტაციას პროექტის შესახებ;
5. განათავსებენ ბლოგზე მომზადებულ პრეზენტაციას;
6. დაამზადებენ და დაარიგებენ გამოფენა-კონცერტზე მოსაწვევ ბარათებს;
7. შეიმუშავებენ და დაგეგმავენ  შშმ პირების და მოსწავლეების ერთობლივ გამოფენა-კონცერტს სლოგანით "ერთად ჩვენ ყველაფერს შევძლებთ!"


მონაწილეთა ასაკი: VI კლასი

ვადები/ხანგრძლივობა: 2-3 კვირა

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: უფრო ჯანსაღი გახდება მოსწავლეების დამოკიდებულება და ურთიერთობა შშმ პირებთან, უფრო აქტიურად დაიცავენ შშმ პირების უფლება-მოვალეობებს, დაამსხვრვენ საზოგადოებაში არსებულ სტიგმას შეზღუდული შესაძლებლობების შესახებ, წარმოაჩენენ უკეთ ამ ბავშვების ნიჭს და შესაძლებლობებს. მოსწავლეები შეადგენენ  გამოკითხვის ანკეტა-კითხვარს, ცხრილებს, დიაგრამებს, დააზადებენ მოსაწვევ ბარათებს ღონისძიებაზე დასასწრებად, მოამზადებენ პრეზენტაციას, შექმნიან  ბლოგს.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტი, მეხსიერების ბარათი, მობილური ტელეფონი, ფოტოაპარატი. პრინტერი, ფერადი ქაღალდი.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): პროექტის დასაწყისში ბავშვებს გავაცნობ პროექტის თემას და ამ თემის აქტუალობას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დღევანდელობაში ეს თემა. შეკითხვებს დასვავ თუ რა იციან ინკლუზიის შესახებ, რა უნდათ რომ იცოდნენ და იცნობენ თუ არა შშმ ბავშვებს. ერთად შევიმუშავებთ ანკეტა- კითხვარის კითხვებს, და შევთავაზებ თუ თელავის რომელ სკოლებში მოხდეს გამოკითხვა. მოსწავლებს დავყოფ სამ ჯგუფად, რომელთაგან თვითეულ ჯგუფს ექნება კონკრეტული დავალება: პირელ და მეორე ჯგუფს გაუნაწილდებათ თელავში არსებული სკოლები და დაკავდებიან ანკეატა-კითხვარების გამოკითხვით კლასის ხელმძღვანლებთან და სპეც პედაგოგებთან. მესამე  ნაწილი კი დაკავდება შშმ მოსწავლეებთან შეხვედრით და ფოტომასალის მოგროვებით. მეორე ეტაპზე მოვახდენთ მოძიებული მასალის და ინფორმაციის დახარისხება გაანალიზება.მესამე ეტაპზე მოხდება პრეზენტაციის მომზადება და ბლოგზე განთავსება.

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: სამოქალაქო განათლება, ბიოლოგია
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ლია დემურიშვილი
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: lia.demurishvili@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://liad-ist2.blogspot.com/


Saturday, 8 April 2017

სასწავლო პროექტები და მე


სასწავლო პროექტი მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის, რადგან უმუშავდებათ გუნდური მუშაობის უნარი, კვლევა-მოძიების უნარი, კრეატიული აზროვნება და პრობლემის გადაწყვეტის გზების ძიების უნარი. პროექტის განსახორციელებლად უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება ტექნოლიგიების გამოყენებას, რადგან ტექნოლოგიების გამოყენება საშუალებას იძლევა ამომწურავი, სწრაფი და ხარისხიანი ინფორმაციის მოძიებისა, თვალსაჩინოებებისა, ცხრილებისა და დიაგრამების გამოყენებისა.
 სამწუხაროდ მე არ მაქვს გამოცდილება სასწავლო პროექტებში მონაწილეობისა, მაგრამ მზად ვარ ვითანამშრომლო ყველა საგნის პედაგოგთან, რათა დავეხმარო როგორც ბავშვებს, ასევე პედაგოგებს პროექტის წარმატებით განხორციელებაში.
ველოდები მე-3 დონეს ტრენინგის, რათა უფრო უკეთესად დავგეგმო თუ რა კუთხით წარვმართო ჩემი მუშაობა პროექტირების თვალსაზრისით.

ტექნოლოგიებს გამოვიყენებ. . .


ტექნოლოგიებს გამოვიყენებ გაკვეთილის ახსნისას, ბავშვებთან ინდივიდუალურ მუშაობაში, პრაქტიკული დავალებების შესრულებაში. 

ჩემი პირველი გზავნილი

გამარჯობათ  😊


ეს ჩემი პირველი გზავნილია. იმედია დადებითად შეაფასებთ ჩემს გზავნილს. გისურვებთ ყველას წარმატებას თქვენს პროფესიულ საქმიანობაში.