Sunday, 9 April 2017

სასწავლო პროექტი

პროექტის სახელწოდება: ერთად ჩვენ ყველაფერს შევძლებთ! 

პროექტის მთავარი იდეა (თემა) : ბოლო დროს შეიმჩნევა მნიშვნელობავი ცვლვილებები და დადებითი ძვრები ინკლუზიური განათლების კუთხით. აქტიურად ხორციელდება შეზღუდული უნარების მქონე პირების ადაპტაცია საჯარო სკოლებში. პროექტის იდეაში იგულისხმება მოსწავლეების მიერ თელავის საჯარო სკოლებში თავიანთ მიერ შედგენილი ანკეტა კითხვარის გამოყენებით მოიძიონ ინფომაცია რამდენი ასეთი მოსწავლეა თელავის თითოეულ სკოლაში, რა სახის შეზღუდვებია, რა უნარები აქვთ განვითარებული და ინფორმაციის ანალიზის შემდეგ ჩაატარონ ადაპტირებული გამოფენა-კონცერტი საელწოდებით: "ერთად ჩვენ ყველაფერს შევძლებთ!".

პროექტის აქტუალობა: პროექტი აქტუალურია იმ თვალსაზრისით, რომ  მოხდეს  შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაცია, ამაღლდეს საზოგადოების ცნობადობა მათ მიმართ, რათა მათ დაიმკვიდრონ  საზოგადოებაში თავისი ადგილი და იგრძნონ თავი მათ შორის სრულფასოვან წევრებად. ხელს შეუწყოს თანატოლთა შორის სტიგმის დამსხვრევას და ინტეგრაციის პოპულარიზაციას.

პროექტის მიზნები:

1,შეადგინენ სკოლებში  გამოკითხვის ანკეტა კითხვარებს;
2. გაანალიზებენ, დაახარისხებენ და დააკლასიფიცირებენ მოძიებული ინფორმაციას;
3. ააგებენ დიაგრამას დაავადებების სახეობების შესახებ და გააკეთებენ დასკვნებს თუ რა უნარები აქვთ კარგად განვითარებული თითოეულ შშმ მოსწავლეს;
4.მოამზადებენ პრეზენტაციას პროექტის შესახებ;
5. განათავსებენ ბლოგზე მომზადებულ პრეზენტაციას;
6. დაამზადებენ და დაარიგებენ გამოფენა-კონცერტზე მოსაწვევ ბარათებს;
7. შეიმუშავებენ და დაგეგმავენ  შშმ პირების და მოსწავლეების ერთობლივ გამოფენა-კონცერტს სლოგანით "ერთად ჩვენ ყველაფერს შევძლებთ!"


მონაწილეთა ასაკი: VI კლასი

ვადები/ხანგრძლივობა: 2-3 კვირა

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: უფრო ჯანსაღი გახდება მოსწავლეების დამოკიდებულება და ურთიერთობა შშმ პირებთან, უფრო აქტიურად დაიცავენ შშმ პირების უფლება-მოვალეობებს, დაამსხვრვენ საზოგადოებაში არსებულ სტიგმას შეზღუდული შესაძლებლობების შესახებ, წარმოაჩენენ უკეთ ამ ბავშვების ნიჭს და შესაძლებლობებს. მოსწავლეები შეადგენენ  გამოკითხვის ანკეტა-კითხვარს, ცხრილებს, დიაგრამებს, დააზადებენ მოსაწვევ ბარათებს ღონისძიებაზე დასასწრებად, მოამზადებენ პრეზენტაციას, შექმნიან  ბლოგს.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტი, მეხსიერების ბარათი, მობილური ტელეფონი, ფოტოაპარატი. პრინტერი, ფერადი ქაღალდი.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): პროექტის დასაწყისში ბავშვებს გავაცნობ პროექტის თემას და ამ თემის აქტუალობას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დღევანდელობაში ეს თემა. შეკითხვებს დასვავ თუ რა იციან ინკლუზიის შესახებ, რა უნდათ რომ იცოდნენ და იცნობენ თუ არა შშმ ბავშვებს. ერთად შევიმუშავებთ ანკეტა- კითხვარის კითხვებს, და შევთავაზებ თუ თელავის რომელ სკოლებში მოხდეს გამოკითხვა. მოსწავლებს დავყოფ სამ ჯგუფად, რომელთაგან თვითეულ ჯგუფს ექნება კონკრეტული დავალება: პირელ და მეორე ჯგუფს გაუნაწილდებათ თელავში არსებული სკოლები და დაკავდებიან ანკეატა-კითხვარების გამოკითხვით კლასის ხელმძღვანლებთან და სპეც პედაგოგებთან. მესამე  ნაწილი კი დაკავდება შშმ მოსწავლეებთან შეხვედრით და ფოტომასალის მოგროვებით. მეორე ეტაპზე მოვახდენთ მოძიებული მასალის და ინფორმაციის დახარისხება გაანალიზება.მესამე ეტაპზე მოხდება პრეზენტაციის მომზადება და ბლოგზე განთავსება.

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: სამოქალაქო განათლება, ბიოლოგია
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ლია დემურიშვილი
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: lia.demurishvili@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://liad-ist2.blogspot.com/


No comments:

Post a Comment